17 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
ეს ხალხი არც უარყოფს, რომ კავშირზეა ორ წყაროსთან, აქ ივანიშვილთან და მოსკოვში ჩვენს მტერთან - გიგა ბოკერია "პატრიოტთა ალიანსზე"

როგორ შეიძლება ჩაერიოს ოკუპანტი ქვეყანა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან პოლიტიკურ ამინდზე. ამ თემაზე "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. გიგა ბოკერიას თქმით, ქართველი ხალხის დაკვეთაა, გარდამტეხი ცვლილებები, ამიტომ პოლიტიკური ამინდის შეცვლა შეუძლებელი იქნება:

"პოლიტიკურ ამინდს ვერ შეცვლის ვერც გარე მტერი და ვერც შიდა მავნებელი, ვგულისხმობ ივანიშვილს და მის გარემოცვას, იმიტომ, რომ დაკვეთა არის ძალიან მყარი გარდამტეხი ცვლილებებისა, ამას ვერაფერი შეცვლის თუ ჩვენ მოვახერხეთ მივიტანოთ ჩვენი ხედვა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ყველა მოქალაქემდე," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, "პატრიოტთა ალიანსი", რომელიც ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობს, წარმატებით თანამშრომლობს "ქართულ ოცნებასთანაც", როდესაც ეს მმართველ გუნდს სჭირდება. გიგა ბოკერიამ ასევე კომენტარი გააკეთა მისი მისამართით ბრალდებებზეც, რომ "პატრიოტთა ალიანსის" წინააღმდეგ რუსულ მედიაში სკანდალური სტატიები მისი დაკვეთით გამოჩნდა:

"თუ რეალურ გამოძიებას ჩაატარებ და მოიპოვებ ამ მტკიცებულებებს, ხელისუფლების ნება რომ არსებობდეს, ეს ხალხი არც უარყოფს, რომ არის კავშირზე ორ წყაროსთან, აქ ივანიშვილთან და მოსკოვში ჩვენს მტერთან. დიახაც, როგორ არა, მე "შევუკვეთე" ეგეც და ის, რომ მოსკოვში დადის და ის, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს და პუტინის რუსულ გზავნილებს იმეორებს ეგეც. ჩვენ რასაც შევუკვეთავთ იქნება არა ვინმეს დევნა იდეების გამო, არამედ აღმოფხვრა იმისა, რასაც ივანიშვილი აკეთებს წლების განმავლობაში - ჩვენი მტრების პოზიციების გაძლიერება ქვეყნის შიგნით, დაუსჯელობა ძალადობისთვის, უიმედობის დანერგვა, თავისუფლების საფრთხედ მონათვლა, რომ დასავლეთში არაა ხსნა და ისევ რუსეთს უნდა მივებათ, ესაა რასაც ივანიშვილი აკეთებს, მთელი ეს წლები ხომ ვხედავთ, რომ ეს ჯგუფები მის გარშემო არიან და ყველა კრიტიკულ ვითარებაში ხმას მათ აძლევენ. უთქვიათ, რომ კოალიციაში არ შევალთო, ვინ ჭამს მაგას, არ ექნებათ ქართველი ხალხის ნების გამო, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ ჰქონდეთ შანსი, ისე მისცემენ ხმას, როგორც სხვა კრიტიკულ მომენტებში,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები