17 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
ქვეყნის პრემიერი რომ გავხდები, ვაპირებ ყველას მივცე შესაძლებლობა, მათ შორის სააკაშვილს, არ ვაპირებ რევანშებს - გიორგი ვაშაძე

ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პოლიტიკური პლატფორმიდან "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ქვეყნას კოალიციური მთავრობა სჭირდება და ის ყველა პროდასავლურ პარტიასთან თანამშრომლობას გეგმავს.

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობასაც" მოუწევს თანამშრომლობა.

"ვწუხვარ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაარღვია შეთანხმება. ამას პასუხს გასცემ. მე პირდაპირ გეუბნებით, ჩემთვის ნებისმიერ კოალიციაში, სადაც შევდივარ, მთავარი არის ის პროგრამა, რომელიც გავეცი ხალხს. ვინც მეთანხმება, იმათთან ვთანამშრომლობ და ვფიქრობ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასაც" მოუწევს ჩვენთან თანამშრომლობა. ჩვენ ყოველთვის მოკავშირეებს ვეძებთ, "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდის ხელწერა ეს არის და არ ვეძებთ მტრებს. ვერცერთი პროდასავლური, ოპოზიციური ძალა, ვინც დღეს არის ოპოზიციაში ცალკე ვერ დააგროვებს იმდენ მხარდაჭერას, რომ მარტო ჩამოაყალიბოს მთავრობა. კოალიციური მმართველობა სჭირდება ამ ქვეყანას, რომ აღარ იყოს მონოპოლისტური მმართველობა. ყველას მოუწევს ერთმანეთთან თანამშრომლობა.

ყველა პოლიტიკურ ძალას შეიძლება ჰქონდეს თავისი მიმართულება. ჩვენ ჩვენი კანდიდატი გვყავს და მე ვარ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მარტივია, მე რომ გავხდები ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვაპირებ, ყველას მივცე შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს, არ ვაპირებ რევანშებს," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას.

დღის ამბები