18 მაისი 2024,   15:29
ვრცლად
ბრაზილიაში COVID19-ის 40 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში კორონავირუსის მაჩვენებელი 26 მილიონს უახლოვდება. მონაცემები სწრაფად იზრდება სამხრეთ ამერიკასა და ინდოეთში. გასულ დღე-ღამეში ბრაზილიაში COVID19-ის 40 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინდოეთში კი ბოლო 16 დღეში კორონავირუსი მილიონ ადამიანს დაუდგინდა.

ინფიცირების მაჩვენებელი მატულობს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშიც. საბერძნეთში ამ მიზეზით სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყება 14 სექტემბრამდე გადაიდო. ბოლო მონაცემებით, ვირუსის მეორე ტალღის საშიშროებაა საფრანგეთში, პოლონეთსა და ნიდერლანდებში.

ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა იმატა რეგიონის ქვეყნებშიც. ბოლო 24 საათში რუსეთში 123, თურქეთში 47, აზერბაიჯანსა და სომხეთში კი 2-2 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები