17 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
კვების ობიექტები და გადმოსახედები - თბილისის ანძის რეაბილიტაციის პროექტის განსახორციელებლად ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

თბილისის მერის განცხადებით, თბილისის სატელევიზიო ანძის კონცეფციის შესადგენად გამოცხადებულ ტენდერში ესტონურმა კომპანია კოკომ გაიმარჯვა. კალაძის თქმით, მერიამ უკვე ჩაიბარა გეგმარება, რომლის მიხედვითაც მოხდება დამატებითი ფუნქციების მინიჭება სატელევიზიო ანძისთვის, მათ შორის იგულისხმება ანძაზე კვების ობიექტების და გადმოსახედების განთავსება. თბილისის მერის თქმით, ამჯერად ცხადდება ინტერესთა გამოხატვა ამ პროექტთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ბიზნეს სექტორის დაინტერესება მის განსახორციელებლად.

"პროექტის განხორციელება 10-15 მილიონ ლარამდე დაჯდება. ვიზუალი, რომელიც არის წარმოდგენილი ესტონური კომპანიის მხრიდან, ისტორიულ კულტურულ საბჭოსთან გავლილია, არის რეკომენდაციები და პატარა ცვლილებები მოგვიწევს," - განაცხადა კახა კალაძემ და თავის მოადგილე ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ მჭიდრო კონტაქტზე იყოს ბიზესსექტორთან.

დღის ამბები