17 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
დიპლომატები საქართველოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ

საქართველოს, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისკენ, დიპლომატები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.

გერმანიისა და შვეიცარიის ელჩების თქმით, აუცილებელია შესრულდეს ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები გასცემენ.

"საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ჩატარდეს ევროპული, მაღალი სტანდარტის არჩევნები, დემოკრატიული გზით. აუცილებლად შესრულდეს ყველა რეკომენდაცია, რომელიც ოდირმა გასცა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა პარტიამ, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში წარმოადგინონ თავიანთი პროგრამები, ისაუბრონ, რას სთავაზობენ კონკრეტულ პროგრამას ამომრჩეველს, რათა ამომრჩეველმა თავის მხრივ, გააკეთოს არჩევანი იმის მიხედვით, თუ ვინ რას სთავაზობს," - აცხადებს შვეიცარიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი.

გერმანიის ელჩი საქართველოში კი აღნიშნავს, რომ ისინი როგორც დამკვირვებლის როლში, საარჩევნო პროცესებს აკვირდებიან. 

"ჩვენ, როგორც დამკვირვებლები, სერიოზულად ვაკვირდებით პროცესს, რომ მშვიდობიანად ჩაიაროს. ჰქონდეთ ამომრჩევლებს უფლება, დამოუკიდებლად მიიღონ თავიანთი არჩევანი და ამაში არ იყოს უცხოური პროპაგანდა ჩარეული. ჯერ ყველა პარტიას არ წარმოუდგენია თავის საარჩევნო პროგრამა, მაგრამ ჩვენ ვუყურებთ და ვაკვირდებით პროცესს, როგორ პირობებში განხორციელდება და რა პროგრამები ექნება პარტიებს," - აღნიშნავს გერმანიის ელჩი საქართველოში.

დღის ამბები