17 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
ივანიშვილმა ოკუპანტები ცენტრალურ მაგისტრალზე ჩამოიყვანა, საიდანაც შეუძლიათ რამდენიმე წუთში აიღონ თბილისი - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ცენტრალური ავტობანის ყარაფილას მონაკვეთზე, იმ ადგილთან მივიდა, სადაც ოკუპანტები გასული 2 დღის მანძილზე მუშაობდნენ და განცხადება გააკეთა.

შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, საოკუპაციო ხაზთან და გატაცებულ ქართველებთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯები გადადგას. 

"ჩვენი დროის სერგო ორჯონიკიძემ - ბიძინა ივანიშვილმა, რუსი ოკუპანტები ცენტრალურ მაგისტრალზე ჩამოიყვანა, საიდანაც მათ შეუძლიათ რამდენიმე წუთში აიღონ თბილისი. 31 ოქტომბერს, ამ ხელისუფლების დამარცხებით უნდა დავამხოთ პუტინის ოკუპაციური რეჟიმი, დავიწყოთ სახელმწიფოს დეოკუპაცია და რუსულ სახელმწიფოს დავაკისროთ ყოველდღიურად მილიარდიანი სანქციები," - აცხადებს შალვა ნათელაშვილი. 

დღის ამბები