17 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ხოჯევანიშვილი წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ხოჯევანიშვილი წარადგინა.

წარდგენას "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, პრემიერ-მინისტრი და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრნენ.

"ჩემთვის დიდი პატივია დღეს ვიყო აქ, თქვენთან ერთად და მომავალში მქონდეს საშუალება წარმოვადგენდე პარლამენტში ამ უმნიშვნელოვანეს ქალაქს, რა თქმა უნდა გორთან ერთად. უნდა ითქვას, რომ მართლაც ძალიან ბევრი რამ კეთდება კასპის მუნიციპალიტეტში და ჩემთვის პატივი იყო რომ ორი წელი ამ პროექტებს აქტიურად ვადევნებდი თვალყურს და ბევრი ინიციატივაც სწორედ ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად იქნა შემუშავებული. ძალიან ბევრი პროექტია, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ," - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

დღის ამბები