4 წლის შემდეგ, კახა ოქრიაშვილის სხვა პოლიტიკურ გუნდში გადასვლას, ყოფილი თანაგუნდელი, "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ვოლსკი აფასებს. გიორგი ვოლსკის თქმით, პოლიტიკაში მორალი ერთ-ერთი მთავრი ნიშანია, თუმცა გარკვეული პოლიტიკური სუბიექტებისათვის უპირატესი სხვა მიზნის მიღწევაა.
"პოლიტიკაში მორალი ერთ-ერთი მთავრი ნიშანია იმისათვის, რომ საზოგადოებამ გადაწყვიტოს, თუ ვის უნდა დაუჭიროს მხარი. არის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მორალზე უპირატესი პოლიტიკური, თუ სხვა მიზნის მიღწევაა, მათ შორის ბიზნეს მიზანი. ეს კი რასაკვირველია საზოგადოებას ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
კახა ოქრიაშვილი ოპოზიციას შეუერთდა. ის "ძალა ერთობაშიას" ბლოკში იქნება და საარჩევნოდ სწორედ მათი მხრიდან იბრძოლებს.