17 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
"ევროპელი დემოკრატები" იქნებიან საარჩევნო ბლოკის დამფუძნებლები, რომელიც უახლოეს დღეებში წარსდგება საზოგადოების წინაშე - პაატა დავითაია

"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ კახა ოქრიაშვილის დამოკიდებულება მაჟორიტარებთან დაკავშირებით მისთვის მიუღებელი იყო და არის, თუმცა მისივე თქმით, ხელისუფლების ცვლილებისთვის საჭიროა ოპოზიციის მაქსიმალური მობილიზება და გაერთიანება.

"ნაციონალურ მოძრაობასა" და კახა ოქრიაშვილის პარტიას შორის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ამას ჰქვია ურთიერთგაგების მემორანდუმი. "ძალა ერთობაშიას" სუბიექტებმა ვიცოდით, რომ ასეთი კონსულტაციები მიმდინარეობდა."ძალა ერთობაშია" ერთიანი საარჩევნო ბლოკით გავა არჩევნებში, ამის იურიდიულ სამართლებლივი ნაწილი იქნება ბატონი ოქრიაშვილის პარტიაც. უახლოეს დღეებში გაცხადდება, საარჩევნო ბლოკის დამფუძნებლები ვინ იქნებიან.

"ევროპელი დემოკრატები" იქნებიან საარჩევნო ბლოკის დამფუძნებლები, იმ ბლოკისა, რომელიც უახლოეს დღეებში წარსდგება საზოგადოების წინაშე. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება საარჩევნო მოქმედებები. ყველა სუბიექტი, რომელიც შედის "ძალა ერთობაშიაში" იქნება საარჩევნო სისტემით წარმოდგენილი.

კახა ოქრიაშვილის დამოკიდებულება მაჟორიტარებთან დაკავშირებით ცალსახად ცნობილი იყო თავიდანვე და მას ეს პოზიცია არ შეუცვლია. რა თქმა უნდა, ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც სრულად პროპორციულისთვის იბრძოდა, მიუღებელი იყო კახას პოზიცია, თუმცა აქ საპირწონედ დგას ხელისუფლების ცვლილების საკითხი, რასაც სჭირდება მაქსიმალური ოპოზიციური გაერთიანება. ამ წუთას არ ვლაპარაკობ სამართლებლივ გაერთიანებაზე, ვსაუბრობ პოლიტიკურ გაერთიანებაზე,"- განაცხადა პაატა დავითაიამ.

დღის ამბები