17 ნოემბერი 2024,   22:57
ვრცლად
ორმაგი სტანდარტი, რომელიც გაჯერდა ქართულ პოლიტიკაში, მოსახსნელია - თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანმა "დღის კურიერის" ეთერში სტუმრობისას დღეს თავი შეიკავა მკვეთრი შეფასებისგან იმ ფაქტზე, რომ ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" სახელით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი იქნება.

როგორც პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერმა "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ეს რომ მაშინ მომხდარიყო, როცა თავად იყო გაერთიანების წევრი, ის აუცილებლად დატოვებდა "ძალა ერთობაშიას." ამის მიზეზად თაკო ჩარკვიანი იმას ასახელებს, რომ კახა ოქრიაშვილს პარლამენტში პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდება უკავშირდება.

"პროპორციულის გამო მოხდა ამხელა ამბავი. მე პროპორციულის გამო დავჯექი გაერთიანებულ მაგიდასთან, რასაც ფსევდოს ვეძახდი რუსული ვექტორის გამო და მხოლოდ პროპორციულის ნაწილში მივიღე მონაწილეობა. იცით, რომ იანვრის თვეში გავემიჯნე, პატიოსნად შევასრულე ეს სიტყვა. ეს ადამიანი იყო ინიციატორი პროპორციულის ჩაგდებისა. მგონია, რომ ორმაგი სტანდარტი, რომელიც გაჯერდა ქართულ პოლიტიკაში, მოსახსნელია. ამ სტანდარტს ვერ მოხსნის ვერაფერი გარდა რეფორმებისა პროკურატურაში, სამართლებრივ სისტემაში," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

დღის ამბები