პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კიდევ ოთხ ოლქში წარადგინა.
დმანისი-წალკა-ბოლნისი-თეთრიწყაროს ოლქში გიორგი ჭელიძე დასახელდა, ახალქალაქში სოცგარ პუთულიანი, წალენჯიხაში - თამარ ბელქანია, ხოლო თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი ტალახაძე წარადგინეს.
პოლიტიკურ გაერთიანებას ახლა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უკვე 29 ოლქში ჰყავს.
"როგორც "ლელომ" განაცხადა, ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა ოლქში და გვეყოლება დამოუკიდებელი კანდიდატები,"- აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.