ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ჯანდაცვის სისტემაზე კიბერშეტევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მავნე აქტორები საზიანო მოქმედებების განხორციელებას ისევ აგრძელებენ.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმეზე გამოძიებას აწარმოებს, კიბერთავდასხმა განხორციელდა ლუგარზე და ჯანდაცვაზე. ეს შემთხვევა კიდევ ერთი ფაქტია იმის შესახსენებლად, რომ მავნე აქტორები აგრძელებენ საზიანო მოქმედებებს. ისინი ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობენ. საქართველომ უნდა იმუშაოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაზე, აშშ კი ამ მხრივ დაეხმარება,"- განაცხადა კელი დეგნანმა.