17 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
მოვუწოდებ ქართველებს უცხოეთში, დაიწყეთ საქართველოს საელჩოთა პიკეტირება ქვეყნის გახსნის მოთხოვნით - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საქართველოს აეროპორტთან აქცია გამართა.

მან მთავრობისგან ფრენების აღდგენა და საქართველოს მოქალაქეებისთვის უცხო ქვეყნიდან შემოსვლის დროს სავალდებულო ორკვირიანი კარანტინის მოხსნა მოითხოვა.

"საქართველოს ჩამოსულ მოქალაქეს ორი კვირით აპატიმრებენ ე.წ. კარანტინში, ხოლო უცხოელებს უშვებენ თავისუფლად. ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ ივანიშვილმა მოწყვიტოს ქვეყანა გარესამყაროს არჩევნებამდე, რათა უფრო კარგად მოახდინოს ძალაუფლების მორიგი უზურპირება. მოვუწოდებ ქართველებს უცხოეთში - დაიწყეთ აქციები და საქართველოს საელჩოთა პიკეტირება ქვეყნის გახსნის მოთხოვნით,"-განაცხადა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები