ქუთაისში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის და მერობის კანდიდატები ამომრჩევლებთან შეხვედრებს აგრძელებენ.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ძელქვიანში შედგა.
მმართველი გუნდის კანდიდატებმა ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს და ასევე მათი პრობლემები მოისმინეს. შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.