17 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
საშუალო პენსია გახდება 375 ლარიდან 415 ლარამდე - ჯონდი ბაღათურიამ საარჩევნო პროგრამა წარადგინა

პოლიტიკურმა პარტია "ქართულმა დასმა" ჯანდაცვის სამინისტროსთან საარჩევნო პროგრამის სოციალური რეფორმა წარადგინა.

პარტიის ლიდერის ჯონდი ბაღათურიას თქმით, რეფორმის მიხედვით საშუალო პენსია 400 ლარი გახდება, შემცირდება წამლის ფასები და სიღარიბის პროგრამაში მოხვედრის კრიტერიუმები შეიცვლება.

ბაღათურიას განცხადებით, სიღარიბის პროგრამაში მოხვდება ყველა პირი, რომელსაც შემოსავალი საარსებო მინიმუმზე ცოტა ექნება. პარტიის სოციალური პაკეტის მიხედვით, საარსებო მინიმუმი 315 ლარით განისაზღვრება.

"ქართული დასის" ლიდერის თქმით, რეფორმის ღირებულება 700 მილიონზე მეტი იქნება, ხოლო თანხების მოზიდვა სხვა არამიზნობრივი თანხებიდან მოხდება.

"დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ საარჩევნო პროგრამის სოციალური ნაწილი. საშუალო პენსია გახდება 375 ლარიდან 415 ლარამდე,"- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

დღის ამბები