კახა ოქრიაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" გზები წლების შემდეგ კიდევ ერთხელ გადაიკვეთა. დმანისის მოქმედმა მაჟორიტარმა დეპუტატმა პოლიტიკური მომავალი "ძალა ერთობაშიას" დაუკავშირა.
"ქართული ოცნებიდან" ცოტა ხნის წინ წასული დეპუტატი ამომრჩევლის გულის მოგებას ახლა სწორედ ამ ძალის სახელით შეეცდება.
ამასთან, მმართველი გუნდის ყოფილ წევრს არასოდეს დაუმალავს და ღიად აფიქსირებდა პოზიციას, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარს არ უჭერდა. კახა ოქრიაშვილს აზრი დღესაც არ შეუცვლია.