"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში მაჟორიტარების სიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის თბილისში იყრის კენჭს, რადგან მისთვის ხელსაყრელი არ არის რეგიონში გასვლა.
"ჩვენს სიაში ძალიან ბევრ ახალ სახეს იხილავთ. საინტერესო გეგმები გვაქვს ქალბატონ ადა მარშანიასთან დაკავშირებით. ამ ოთხი წლის მანძილზე მან უდიდესი სამუშაო გასწია. სიაში ვის იხილავთ ამას 8 სექტემბერს ნახავთ.
მე ვიქნები თბილისში მაჟორიტარი, მე ვერ ვახერხებ გასვლას რეგიონში. შემეძლო ბევრგან დამეყენებინა, მაგრამ თბილისში უნდა ვიყო, რომ ვიბრძოლო. მაჟორიტარობის კანდიდატებს მე ყველგან დავაყენებ,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.