ირმა ინაშვილს აფხაზები დაწუნებულ საჩუქარს უბრუნებენ. ილორის ტაძრისთვის შეწირულ ხატს, ოკუპირებული აფხაზეთიდან, "პატრიოტთა ალიანსს" უკან დღეს უგზავნიან - ამის შესახებ ინფორმაციას გალის რაიონში, ქართული ენის აკრძალვის ინიციატორი და 90-იან წლებში სამხედრო კონფლიქტის მონაწილე ნაირა ამალია ავრცელებს.
მისი თქმით, საუბარია არა ტრადიციული ხატწერით შესრულებულ ხატზე, არამედ სტამბაში დაბეჭდილ რელიგიურ სცენაზე.
ოკუპირებულ რეგიონში დაწუნებულ ხატს, ნაირა ამალიას თქმით, ენგურის ხიდზე დღეს მიიტანენ.