17 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
"ლელო საქართველოსათვის" წევრის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ერთი პირი დააკავეს

პარტია "ლელო საქართველოსათვის" წევრის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სამართალდამცავებმა 32 წლის მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გ.დ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, 2020 წლის 4 სექტემბერს, თბილისში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა მუხლის "ბ" ქვეპუნქტით.

დღის ამბები