2020 წლის 4 სექტემბერს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 5 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით.
ცესკოს განცხადებით, პროცედურების გამარტივების მიზნით, შემუშავებულია განცხადების სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია საოლქო საარჩევნო კომისიებში.