"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი, ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.
მმართველი გუნდის კანდიდატი დმანისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მოსახლეობას შეხვდა. გოგი მეშველიანმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო.
"შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში გვქონდა, ვისაუბრეთ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ამ სოფლებს აწუხებს, პირველ რიგში ეს სასმელი და სარწყავი წყლის საკითხს შეეხებოდა. ჩვენი მთავარი სათქმელი გახლავთ ის, რომ დმანისის მოსახლეობას საქართველოს პარლამენტში ეყოლება ძალიან ძლიერი მხარდამჭერი, რომელიც მათ სათქმელს ყოველგვარი მორიდების გარეშე ხმამაღლა იტყვის,"- აცხადებს პარლამენტის ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გოგი მეშველიანი.