ექსპო ჯორჯიაში "ლელოს" საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამის პრეზენტაცია მიმდინარეობს. პარტია სტრატეგიულ დოკუმენტს წარადგენს, რომელშიც თავმოყრილია "ლელოს" გუნდის ხედვები, ყველა მიმართულებით. ღონისძიებას "ლელოს" თავმჯდომარე, გენერალური მდივანი და სხვა ლიდერები ესწრებიან.
მამუკა ხაზარაძის თქმით "ლელოს" "მარშალის გეგმაში", ანუ საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამაში, დეტალურად არის ახსნილი, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა მოკლე დროში არსებული მძიმე მდგომარეობიდან. "ლელოს" ლიდერის თქმით, პროგრამაში გათვალისწინებულია ის ნაბიჯები, რომელიც სერიოზულ საფუძველს ჩაუყრის ქვეყნის განვითარებას, უმუშევრობის დაძლევას და ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების ფინანსურ გამართულობას.