პოლიტიკური პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარემ თორნიკე ჯანაშვილმა, თბილისისა და რეგიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ღონისძიებაზე პარტიის საარჩევნო კამპანიასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
"ჩემი მიზანია საქართველოში შეიქმნას გარემო, სადაც ახალგაზრდებს განვითარების შანსი ექნებათ. ჩემი აზრით, პოლიტიკაში არ არსებობს ჩარჩოები და ყველას შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ საქართველოს განვითარებაში," - აცხადებს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პოლიტიკური გაერთიანება "რეფორმერიდან" მიხეილ კოხრეიძე.