პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად "ლელოს" დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის წევრი მანანა სულთანიშვილი იმყოფებოდა. მან რამდენიმე დღის წინ საჯაროდ, ბრიფინგზე რიმა ბერაძე და "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლები ზეწოლაში და დაშინებაში დაადანაშაულა. ამ დროისთვის უცნობია დაიბარებენ თუ არა რიმა ბერაძეს გამოკითხვაზე.
"31 აგვისტო იყო, 4 საათი ხდებოდა, რომ ჩავედი რიმა ბერაძის ოფისში და დამუქრება იყო ასეთი, რომ თუ "ლელოში" გაწევრიანდები სოციალურს და სასადილოს შეგიჩერებთო. მეორე დღეს კი მეუღლის ხელფასით დამემუქრნენ,"- აცხადებს მანანა სულთანიშვილი.
ადვოკატი გოგა სამუშია მიიჩნევს, რომ სახეზეა დანაშაულებრივი ქმედებები, რაც ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლას გულისხმობს და იმედს გამოთქვამს, რომ საქმეზე გამოძიება აუცილებლად დაიწყება.