17 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
ელენე ხოშტარია მერიას პრიორიტეტების არასწორად გადანაწილებაში ადანაშაულებს

ვაკე-საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ, უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი გზის შეჩერებულ მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მთავარი კითხვაა, თუ რატომ შეაჩერეს დამტკიცებული პროექტი, ან როდის მოხდება საკითხის ხელახლა განხილვა.

"ევროპული საქართველოს" წევრი მერიას პრიორიტეტების არასწორად გადანაწილებაში ადანაშაულებს.

"თბილისის მერიამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დააანონსა, რომელიც სამანქანო ხიდით, ვაკეს საბურთალოსთან დააკავშირებდა. 25 მარტს გამოცხადდა ტენდერი და მაისში დაიდო ხელშეკრულება პროექტის განსახორციელებლად. მივმართავ მერიას, რომ აგვიხსნას, რატომ არ მოხვდა პრიორიტეტის ნუსხაში უკვე ხელმოწერილი მნიშვნელოვანი პროექტი და განმარტონ, თუ როდის განხორციელდება ეს პროექტი,"- აცხადებს პარლამენტის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" ელენე ხოშტარია. 

თბილისის მერიის ინფორმაციით კი, მიზეზი კორონავირუსის გათვალისწინებით შემცირებული ბიუჯეტია. მერია მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტთან და როგორც კი შესაბამისი ფინანსური რესურსი გაჩნდება, პროექტი განხორციელდება.

დღის ამბები