17 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს რუსეთის დუმის დეპუტატებთან ნებისმიერ ფორმატში პოლიტიკური დებატები გამართოს

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ირწმუნება, რომ ორი დღის წინ, საოკუპაციო ხაზთან გაკეთებულ მის განცხადებას, რუსეთში აგრესიული შეფასებები მოჰყვა. 

ამასთან, ის მზადყოფნას გამოთქვამს დუმის დეპუტატებთან ნებისმიერ ფორმატში პოლიტიკური დებატები გამართოს. როგორც თავად შალვა ნათელაშვილმა განმარტა, რუსი პოლიტიკოსები გაღიზიანდნენ მის მიერ დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომ მომავალში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებულ რუსულ ბაზებზე ქართული დროშა აფრიალდება.

"განცხადებები არის აგრესიული და მუქარით სავსე. მე მათ მინდა პირდაპირ ვუთხრა - არავის თქვენი არ ეშინია. ბატონ, ქალბატონ დეპუტატებს და რუს პოლიტიკოსებს ჩემთან დებატები სურთ, მე მზად ვარ მათ შევხვდე ნებისმიერ მოედანზე, ნებისმიერ დროს და ადგილას, მათ შორის მოსკოვშიც,"- აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი. 

დღის ამბები