წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "თავისუფალმა საქართველომ" დღეს საქართველოს პარლამენტის საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატად როინ ხიჯაკაძე წარადგინა.
პარტიის ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, პარტია წინასაარჩევნო პოლიტიკური ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შედის. მისივე განმარტებით, "თავისუფალი საქართველო" სწორედ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც საზოგადოებას ალტერნატივას სთავაზობს.
6 სექტემბერს "თავისუფალი საქართველო" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გორში წარადგენს.