პარტიამ "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი" იმერეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ცენტრალურ ბულვარში წარდგენას პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. ისინი მთავარ პრინციპად საზოგადოებისთვის ღირსეული კანდიდატების წარდგენას ასახელებენ. საპარლამენტო არჩევნებში პარტიის სახელით ქუთაისში თორნიკე მარჯანიშვილი იბრძოლებს.
საჩხერე, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში ნინო ბრეგვაძე. ტყიბული, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში დავით შალამბერიძე, რაც შეეხება სამტრედია, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქში ალექსანდრე ჩიქოვანი დასახელდა.
პარტიის გენერალურმა მდივანმა მარიამ ჯაშმა, ასევე ისაუბრა პარლამენტის გადატანაზე და განაცხადა, რომ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანა გონივრული გადაწყვეტილება იყო.