17 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
"უმნიშვნელოვანესია ამ საერთაშორისო წვრთნის როლი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის" - პრეზიდენტი "ღირსეული პარტნიორი 2020-ზე"

საქართველოს პრეზიდენტი "ღირსეული პარტნიორი 2020-ის" სწავლებას მიესალმება, სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს. 

"მივესალმები მრავალეროვნულ სწავლებას "ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელშიც საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად მონაწილეობას იღებენ NATO-ს ოთხი წევრი ქვეყნის – აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის წარმომადგენლები.

უმნიშვნელოვანესია ამ საერთაშორისო წვრთნის როლი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება," - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 

დღის ამბები