ანა გაბეჩავა არ ადასტურებს ინფორმაციას იმ 15 000 ლართან დაკავშირებით, რომელზეც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირები გლდანის საპატიმროში საუბრობდნენ.
18 ივნისის იუბილარმა დღეს თქვა, რომ ჯარიმისთვის ის არანაირ თანხას არ ითხოვდა.
ეს პოზიცია ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეზე ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა მცხეთაში დააფიქსირა.
დღეს ანა გაბეჩავა, როგორც ბრალდების მხარის მოწმე პროცესზე დაიკითხება.მხარეები სასამართლოში უკვე შეიკრიბნენ.
ანა გაბეჩავას ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არავითარი თანხა არ მოუთხოვია.
"დღეს წარსდგება სასამართლოს წინაშე და ჩვენებას მისცემს არასრულწლოვნების შესახებ. რაც შეეხება თანხის მოთხოვნას, ეს არის დეზინფორმაცია, თუ გაგრძელდება ეს ყველაფერი, ჩვენ კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ,"- განაცხადა თათია მანიჟაშვილმა.
ბრალდებულების ადვოკატები კი აცხადებენ, რომ ყველაზე კრიტიკული კითხვები ანა გაბეჩავასთან აქვთ.
ვახტანგ ჩიქოვანის და არასრულწლოვან ნ. ც.-ს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე აცხადებს, რომ ანა გაბეჩავა ფლობს ინფორმაციას ვახტანგ ჩიქოვანის ცემასთან დაკავშირებით.
"დაადასტურებს ანა გაბეჩავა იმას, რომ ვახტანგ ჩიქოვანი იყო ძალიან ნაცემი და ის ამის უშუალო შემსწრე იყო. ვიდეოკამერებში ჩანს, რომ სადაც ჩხუბია, იქ ბრძანდება გაბეჩავაც. ჩვენ ყველა მნიშვნელოვან კითხვას დავუსვამთ მას,"- განაცხადა ვახტანგ ჩიქოვანმა.