საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კოალიცია "ძალა ერთობაშიას" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა.
მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა, მათ შორის ისინიც, ვინც წინა ხელისუფლების დროს მისი თანაგუნდელები და თანაპარტიელები იყვნენ.
მმართველი გუნდის წევრები აქცენტს სააკაშვილის დანაშაულებრივ წარსულზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის პრემიერად დასახელება იმ პარტიების ლუსტრაციაა, ვინც მას მხარს უჭერს.
მიხეილ სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის სურვილი და დაბრუნების პირობა მის ამომრჩეველს, დაახლოებით 2 კვირის წინ, კიდევ ერთხელ მისცა.