ხედვა წარსულში - ასე აფასებენ "ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის გეგმებს სხვა პოლიტიკური პარტიები.
"ივანიშვილი და მისი გარემოცვა ამ ქვეყანას დაახრჩობს, ხოლო სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრობა" არის ხედვა წარსულში, მათ უნდათ 2012 წლამდე პერიოდში დაგვაბრუნონ. 50-ჯერ არ სჭირდებოდა ამას დაანონსება. ივანიშვილი როდესაც დამარცხდება ყველა დევნილს ექნება შესაძლებლობა დაბრუნდეს, მათ შორის მიშასაც"- განაცხადა ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ევროპული საქართველოდან" გიგა ბოკერიამ.
"საქართველოს კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარე, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა-არ ჩამოსვლის საკითხი არასერიოზულ განხილვაშია გადასული.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი კი აცხადებს, რომ როგორც კი სააკაშვილი ჩამოვა, მას მაშინვე დაიჭერენ.
"სააკაშვილის დროა ახლა?! თუ გენატრებათ ძალიან. მე თქვენ გარწმუნებთ, რომ როგორც კი ჩამოვა ეგრევე დაიჭერენ. დაანებეთ რა მაგ კაცს თავი,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.