17 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ცესკოს რეკომენდაციაა, საკარანტინო სივრცეებში მყოფ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ 

ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის რეკომენდაციაა, რომ საკარანტინო სივრცეებში მყოფ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

მიქელაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იქნებიან სპეციალისტები, სადამკვირვებლო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები.

ანა მიქელაძის თქმით, საკარანტინო ზონებში შესაძლოა გაიხსნას საარჩევნო უბანიც და ასევე, შესაძლებელია იყოს გადასატანი საარჩევნო ყუთიც. როგორც მიქელაძემ განმარტა, ეს დამოკიდებულია საკარანტინო ზონებში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობაზე.

ამასთან, ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, ამომრჩეველს, რომელსაც არ ექნება პირბადე, საარჩევნო უბანზე ვერ შევა.

"ნებისმიერი გადაწყვეტილება, კოვიდინფიცირებულების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, იქნება მიღებული სპეციალისტებთან ერთად და რა თქმა უნდა, ჩართულები იქნებიან პოლიტიკური პარტიები და ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ხაზი უნდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ არჩევნები უნდა წარიმართოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში. თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა," - განაცხადა ანა მიქელაძემ. 

დღის ამბები