17 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
სააკაშვილი ამომრჩეველს სულ ატყუებს, მისმა მხარდამჭერებმა სააკაშვილი შეუკვეთეს და ვარშალომიძე ჩამოვიდა - მამუკა მდინარაძე

მმართველი პარტიისთვის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ახალი არაფერია. მათი თქმით, ის ყოველთვის ატყუებს ამომრჩეველს, როდესაც საქართველოში ჩამოსვლას ჰპირდება. 

"ყველა არჩევნების წინ, სააკაშვილი მის ამომრჩეველს ჩამოსვლას ჰპირდება და სულ ატყუებს მათ. ბოლო დროს ახალი მიდგომა მივიღეთ - შეუკვეთეს მისმა მხარდამჭერებმა სააკაშვილი და ვარშალომიძე ჩამოვიდა. ამ თემაზე სერიოზულად საუბარი არ შეიძლება. ის საქართველოს მოქალაქე არ არის და უფრო მეტიც, სისხლის სამართლის დამნაშავეა," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. 

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სააკაშვილს მხოლოდ ნგრევა და ქაოსი სჭირდება. 

"მათი ლუსტრირება ხდება დღესაც, როდესაც ამ ერთიანმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ სწორედ სააკაშვილი აღიარა კიდევ ერთხელ თავის ბელადად. მას სინამდვილეში მხოლოდ ქაოსი, ნგრევა და რბევა სჭირდება. 2012 წლამდე მისი მმართველობა ამის პირდაპირი დასტურია," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის დაბრუნებას პასუხს ქართველი ხალხი 31 ოქტომბერს გასცემს.  

"საქართველოს მდგრადი განვითარება და სტაბილურობა სჭირდება, ეს სწორედ ის არის, რაც ჩვენმა პარტიამ მოიტანა 2012 წლიდან. მშვიდობა გვჭირდება და არა ის, როდესაც ტოტალიტარიზმის გარკვეულ ელემენტებს ვხედავდით წინა მმართველობის პერიოდში. სააკაშვილის დაბრუნებას პასუხს ქართველი ხალხი 31 ოქტომბერს გასცემს პასუხს,"- აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. 

 

დღის ამბები