მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას არ ეთანხმება პარტიის მხარდამჭერთა ნაწილი - ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი საუბრობს. "ტაბულას" რედაქტორი ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ 2016 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სააკაშვილის პრემიერად დანიშვნა გამოკითხულთა ნახევრისთვის მიუღებელი იყო, თუმცა ეს ინფორმაცია მაშინ დაიმალა.
როგორც ჩერგოლეიშვილი ამტკიცებს, 2016 წელს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეკვეთილი სოციოლოგიური კვლევები გაყალბებული იყო, თუმცა მისივე თქმით, პარტიამ გაყალბებული მონაცემების გაშუქება მედიის დახმარებით გადაწყვიტა.
"ჯერ კიდევ 2016 წელს, როდესაც "რუსთავი 2" და გვარამია კვლევებს აკეთებდა, მაშინაც კი, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები რომ გამოგეკითხა, პარტიის მხარდამჭერთა ნახევარიც არ უჭერდა მხარს მიშას პრემიერობას. ამას მალავდნენ, რადგან ეს დაასუსტებდა პარტიაში მიშას პოზიციებს," - ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.
თამარ ჩერგოლეიშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, ბრალდების ადრესატ პარტიაში ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ ამ ბრალდებებს არ იცნობს.