17 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
სააკაშვილს არსად არ უთქვამს, რომ ოდესმე გადმოკვეთს საქართველოს საზღვაო-სახმელოთო საზღვარს კანონმდებლობის დარღვევით - გრიგოლ ვაშაძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არ უთქვამს, რომ საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს კანონდარღვევით.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელების გადაწყვეტილება ენმ-ამ და გაერთიანებულმა ოპოზოციამ ერთად მიიღო.

"მიხეილ სააკაშვილს, თქვენს არქივში შეგიძლიათ ჩაიხედოთ და ყურადღებით შეამოწმოთ, არსად არ უთქვამს, რომ ოდესმე გადმოკვეთავს საქართველოს საზღვაო-სახმელოთო საზღვარს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით. რაც შეეხება მის განცხადებას, რომ არავითარი თანამდებობა არ უნდა და უნდა წყნარად დაბრუნდეს თავის სახლში ყვარელში და ჩაიბაროს რომელიმე ის დიდი ბიზნესპროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას წაადგება, ამაზე მე თქვენ პასუხი უკვე გაგეცით - ეს იყო გადაწყვეტილება ყველა იმ პარტიის, რომელიც შედიოდა გაერთიანებულ ოპოზიციაში "ძალა ერთობაშია" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოსი. ეს იყო ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება. ამის შემდეგ მან იფიქრა.

ქართველ ჟურნალისტებს ქათინაური უნდა გაუკეთესო კაცმა, იმიტომ რომ გაიგეს, რომ პოლიტსაბჭო "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" კახეთის გზატკეცილზე მდებარე შენობაში ამ საკითხზე სამსჯელოდ იკრიბებოდა. მოვიდნენ, ჩვენ კონსპირაციულად არ ვუპასუხეთ მაშინ იმაზე რა გადაწყვეტილება მივიღეთ. მაგრამ ის გადაწყვეტილება, რომელიც 5 კვირის წინ იყო მიღებული ამაზე პრეზიდენტს დასჭირდა დაფიქრება და გადაწყვეტილების მიღება," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას.

დღის ამბები