ჩაერევა თუ არა რუსეთი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში - "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თქმით, რუსეთს ეს არ დასჭირდება.
თუმცა ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ ჩარევას რუსეთის მხრიდან ადგილი მაინც ჰქონდეს.
"რაში სჭირდება?! ჩვენ თუ თვითონ გავაფუჭებთ ჩვენს საქმეს, სხვა რაღატომ შეეცდება საქმის გაფუჭებას?! როცა ივანიშვილი არ ატარებს თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს, რა საჭიროა რაიმე ტიპის ჩარევა, აქტიური, ყოველ შემთხვევაში. ვერ გეტყვით. არ ვიცი, არ გამოვრიცხავ, შეიძლება რაღაცა ჩარევას ადგილი ჰქონდეს, თუმცა მე ამ წუთში არ მაქვს ნამდვილად არანაირი ინფორმაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამწუხაროდ, ჩვენ ისე ცუდად მიგვყავს ჩვენი საქმე და ჩვენი ქვეყნის საქმე, რომ დიდად არ სჭირდებათ ხოლმე ხელის წაშველება იმისათვის, რომ საქმე ცუდად წავიდეს," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.