საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ კინოთეატრებისა და თეატრების გახსნა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ერთი თვით გადაიდო.
"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. ჩვენ ცალკეული შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩვენ წინა კვირას დავაანონსეთ რომ თეატრები და კინოთეატრები გარკვეული რეგულაციების ფონზე უნდა გახსნილიყო, თუმცა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება რომ აღნიშნული ობიექტების გახსნა ერთი თვით გადაიდოს. შესაბამისად, კინოთეატრები, თეატრები და ბავშვთა გასართობი ცენტრები 1 ნოემბერს გაიხსნება," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.