17 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე - "კურიერმა" "ქართული ოცნების" პირველი ხუთეული გაარკვია

"ქართული ოცნება" საარჩევნო სიის პირველ ოცეულს ხვალ დაასახელებს.

პარტიულ ღონისძიებამდე კი "კურიერმა" გაარკვია, რომ სახელისუფლებო საარჩევნო სიას სათავეში, სავარაუდოდ,  პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჩაუდგება. 

"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მეორე ნომერი, სავარაუდოდ,  არჩილ თალაკვაძე, ხოლო მესამე ნომერი ირაკლი კობახიძე იქნება.

"კურიერის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველ ოცეულში ხუთი ქალი, მათ შორის, იუსტიციის მოქმედი მინისტრი, თეა წულუკიანი იქნება. 

სიაში მოხვდებიან ახალი სახეები სხვადასხვა სფეროდან. საუბარია, მათ შორის, ისეთ ადამიანებზე, რომელთაც პოლიტიკური გამოცდილება არ აქვთ. 

დღის ამბები