17 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
ეს ოცნების საჭირისუფლო სიაა, 31 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, ხოლო ეს პერსონები "ოცნებას" დაიტირებენ - გიორგი გუგავა

მმართველი გუნდის ოპონენტები "ქართული ოცნების" სიას აკრიტიკებენ. მათი თქმით, ისინი ვერ აანალიზებენ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს.

"ეს ოცნების საჭირისუფლო სიაა, 31 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, ხოლო ეს პერსონები "ოცნებას" დაიტირებენ. სიას, რომელსაც სათავეში უდგას რუსთაველის სისხლიანი ჯალათი და ახალგაზრდების თვალების დამთხრელი გიორგი გახარია, ბუნებრივია მას არანაირი პერსპექტივა არ აქვს," - აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა.

ოპოზიციაში ასევე აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" მოსახლეობას ახალს არაფერს სთავაზობს და მათ ნდობას ვერ დაიმსახურებს.

"ადამიანები, რომლებიც არავის ახსოვს თავისი ბრძოლით და ისეთი პიროვნებები არიან, რომლების კრიზისიდან გამოიყვანენ ქვეყანას. ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალს ეუბნება, რომ 8 წლის განმავლობაში გეუბნებოდით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მოვაშორე ხელისუფლებას და ახლაც ახალს არაფერს გეუბნებითო," - აღნიშნავს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ფიქრია ჩიხრაძე.

მოძრაობა "ხალხისთვის" თავმჯდომარის ანა დოლიძის განცხადებით კი, ამ "ქართულ ოცნებას" საერთო არაფერი აქვს იმასთან, რომელმაც 2012 წელს საქართველოში არჩევნები მოიგო. 

დღის ამბები