ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 15-ით გაიზარდა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ტესტირება 85 ადამიანს ჩაუტარდა.
ამ ეტაპზე გუდაუთის ჰოსპიტალში 53 COVID ინფიცირებულს მკურნალობენ, 6 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 572 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 164 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.