ოპოზიციაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდულ ზრდას ხელისუფლების არასწორ რეაგირებას უკავშირებენ.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და მთავრობის მეთაურს ვირუსის წინააღმდეგ განხორციელებული რეგულაციები დაუწუნა.
კონკრეტულად, ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ თავიდანვე არასწორი მიმართულებით დაიწყო ვირუსთან ბრძოლა და ახლა, როდესაც ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს, პრემიერ-მინისტრი გახარია ვალდებულია დეტალურად გააცნოს საზოგადოებას რამდენად მზადაა ქვეყანა.
ოპოზიციონერმა მედიას ის 6 კითხვა გააცნო, რომელ კითხვებზეც პასუხს გიორგი გახარიასგან ითხოვს.
საუბარია ჯანდაცვის სისტემაზე, დაავადებულთა ჰოსპიტალიზაციაზე, სოციალურ ღონისძიებებზე, განათლების სექტორსა და ეკონომიკაზე.