17 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
"მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში საქართველოს ქულა და პოზიცია გაუმჯობესდა

"ფრაზერ ინსტიტუტის" 2020 წლის "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში, საქართველოს ქულა და პოზიცია გაუმჯობესდა.

საქართველო 8.18 ქულით ლიდერი ქვეყნების ათეულში, მე-8 პოზიციას იკავებს. გასული წლის ანგარიშში, საქართველო მე-12 ადგილზე იყო. საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 5 ინდიკატორიდან 2 ინდიკატორში გაიუმჯობესა მდგომარეობა - მათ შორის "სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა" და მყარი ვალუტა.

"მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ირლანდია, ლიეტუვა, კანადა, დიდი ბრიტანეთი და ესტონეთი.

დღის ამბები