17 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
ბრიტანეთის საგარეო უწყების საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ ბრიტანეთის საელჩო ანაკლიის და "კავკასუს ონლაინის" საკითხს ყურადღებით აკვირდება

ბრიტანეთის საგარეო უწყების საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ ბრიტანეთის საელჩო ანაკლიის და "კავკასუს ონლაინის" საკითხს ყურადღებით აკვირდება.

შესაბამისი განცხადება გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის გვერდზეა გამოქვეყნებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდი საქართველოში ფოკუსირებულია საჯარო ადმინისტრირების რეფორმასა და ქვეყანაში საპარლამენტო კონტროლის განმტკიცებაზე, რაც ინსტიტუციური სისუსტეების აღმოფხვრისა და კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებისკენ არის მიმართული.

საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანი ვენდი მორტონი აღნიშნავს, რომ საქართველოში აღნიშნული პროგრამა საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო ინვესტორებს შორის დიალოგის განმტკიცებას ისახავს მიზნად, რაც ქვეყნის ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.

დღის ამბები