პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, მსხვილ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდსა და ფოთში, სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბრამდე გადაიდო.
"ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, მსხვილ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდსა და ფოთში, სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბრამდე გადაიდება. ეს ეხებათ უმაღლეს სასწავლებლებსაც და სკოლებსაც. ეს ჩვენთვის საჭიროა იმისათვის, რომ სწორად შევაფასოთ დღეს მიმდინარე რისკები. ამისათვის კი ჩვენ გვჭირდება ეპიდემიოლოგებთან 2 კვირა. შმდეგ კი მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან მიმართებაში,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.