საქართველო, პანდემიის დროს ემიგრანტების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებული მიდგომების მსოფლიოსთვის შეთავაზებას გეგმავს.
კრიზისულ პერიოდში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების საჭიროებებზე რეაგირებისთვის ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ჩატარებული კვლევის შედეგებს დღეს საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები გაეცნენ.
მონაცემების მიხედვით, საქართველოს მთავრობამ და საგარეო უწყებამ უცხოეთში მყოფ მოქალაქეთათვის ადგილზე დახმარებისა და სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესში მაღალი შეფასება დაიმსახურა.
"დღევანდელი კვლევა გვაძლევს კარგ საფუძველს, რომ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ მსოფლიო თანამეგობრობას. კვლევაში პოზიტიურად არის შეფასებული ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების საქმიანობა საკუთარი მოქალაქეების დახმარების კუთხით და სამშობლოში მათი დაბრუნების თვალსაზრისით," - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.