უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ იმის თაობაზე, თუ რატომ მოხვდნენ "ქართული ოცნების" პირველ ოცეულში სპორტსმენები, აღნიშნა, რომ მათ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მიმართულებით სწორი პოლიტიკა უნდა განსაზღვრონ.
როგორც მამუკა მდინარაძემ "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ეს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.
"რეალურად, ამ ადამიანებმა მხოლოდ კანონები კი არ უნდა წერონ - მაშინ ყველა იურისტი იქნებოდა საქართველოს პარლამენტში, პოლიტიკები უნდა განსაზღვრონ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპორტი არის ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება.
მე და თქვენ მათზე კარგად სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით პრიორიტეტებს ვერ განვსაზღვრავთ და პოლიტიკას ვერ შევიმუშავებთ. აქედან გამომდინარე, ყველა სფეროს წარმომადგენელი უნდა იყოს პირველ ოცეულში და დანარჩენ სიაშიც. ეს ორი ადამიანი, თავის მხრივ, არის ლეგენდა და მისაბაძი ადამიანი. ესეც იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომ წარმატებული ადამიანი, რომლებიც ამ სფეროში პოლიტიკას განსაზღვრავენ, უნდა იყვნენ ჩვენს სიაში და ეს ასეც მოხდა," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.