პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული პარტიული სიის პირველი ოცეული მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
სერგი კაპანაძის თქმით, ის ელოდა, რომ "ქართული ოცნება" არანაირ სიახლეს, ცვლილებებსა და დღევანდელი მდგომარეობის შეცვლის გეგმას არ წარმოადგენდა.
"ნამდვილად არ იყო მოულოდნელი იმიტომ, რომ რასაც ნამდვილად ველოდი "ქართული ოცნებიდან" იყო ის, რომ არანაირ სიახლეს, არანაირ ცვლილებებს, არანაირ დღევანდელი კატასტროფული მდგომარეობის შეცვლის გეგმას ისინი არ წარმოადგენდნენ და ასე მოხდა ზუსტად. წარმოადგინეს ადამიანები, რომელთაც არც ხედვა აქვთ როგორ უნდა დაძლიონ დღეს სიღარიბე, არც ხედვა აქვთ როგორ უნდა დაძლიონ უმუშევრობა და ქვეყანა წინ წაიყვანონ. ისინი შერჩეულები არიან იმ პრინციპით, რომ უბრალოდ უერთგულონ ბიძინა ივანიშვილს და ასეთი გუნდი დღევანდელ კრიზისს ვერ დაძლევს, ამიტომ ჩვენთვის არაფერი მოულოდნელი ამაში არ იყო," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.