"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, ტელეკომპანია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს ითვალისწინებს. მისი თქმით, ახლა მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და ყველა მათგანს ჩაუტარდება სწრაფი ტესტი.
"უშუალო კონტაქტზე ვართ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და ვასრულებთ მათ მითითებებს. ვეძებთ ყველა პირდაპირ კონტაქტს, ამაზე ჩვენც და შესაბამისი სამსახურიც ვმუშაობთ. ყველას ჩაუტარდება ტესტი, ვისაც ჩვენს თანამშრომელთან უშუალო კონტაქტი ჰქონდა. მაქსიმუმ, ხვალ გვეცოდინება, უდასტურდება თუ არა მის უშუალო კონტაქტს ვირუსი. ვცდილობთ ტელევიზიამ მაუწყებლობა არ შეაფერხოს, თუმცა გარკვეული ცვლილებები შესაძლოა უახლოესი ერთი-ორი დღის განმავლობაში იყოს," - განაცხადა პაატა სალიამ.