"მოძრაობა ხალხისთვის" საინიციატივო ჯგუფმა დიდუბის საარჩევნო ოლქში ანა დოლიძის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად დასარეგისტრირებლად განაცხადი შეიტანა.
ოფიციალურად დარეგისტრირებისთვის საჭირო იყო 1300 მოქალაქის ხელმოწერა.
ერთ კვირაში საინიციატივო ჯგუფმა 2142 ხელმოწერა შეაგროვა, რომელიც დიდუბის საოლქოში წარადგინეს. ხმების გადამოწმების შემდეგ ანა დოლიძეს ოფიციალურად მიენიჭება დიდუბე ჩუღურეთის მაჟორიტარი კანდიდატის სტატუსი.
"ზუსტად ერთ კვირაში, ჩვენ შევაგროვეთ, თითქმის, ორმაგი რაოდენობის ხელმოწერა დიდუბე-ჩუღურეთის მცხოვრებლებიდან, ვიდრე ეს იყო საჭირო აქ რეგისტრაციისთვის. ყველა ამოცანა, რასაც შეგპირდებათ ეს კამპანია, სწორედ ასე ორმაგად შესრულდება. ეს არის უდიდესი ნდობის და სიყვარულის მანიშნებელი ამ რაიონის მცხოვრებლებისგან," - განაცხადა ანა დოლიძემ.